ერთი მხრივ, შპს „როიალ ფოსტა“ ს/ნ: 405416688 მის: საქართველო, ქ. თბილისი, შ.ნუცუბიძის#23 და მეორე მხრივ, ფიზიკური ან იურიდიული პირი (შემდეგში - „მომხმარებელი“), რომელიც რეგისტრირებულია www.royalpost.ge-ზე 

დებენ წინამდებარეხელშეკრულებას კომპანიის www.royalpost.ge მეშვეობით ხელმისაწვდომი პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობისმიზნით.

გაფრთხილება:  www.royalpost.ge-ზე რეგისტრაციას ექვემდებარება სრულწლოვანი ფიზიკური პირი.


1.         ხელშეკრულების საგანი და მისი მოქმედების ზოგადი პირობები

1.1.   წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის შემდეგი სახის პროდუქტების/სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა:

1.1 გზავნილის წინასწარი რეგისტრაცია;

1.2 გზავნილის გადამისამართება /ადრესატის მისამართის/ვინაობის ცვლილება;

1.3 გზავნილის მისამართზე ჩაბარების სერვისი;

1.4 გზავნილის შენახვის ვადის გაზრდა;

1.5 ჩაუბარებელი გზავნილის გამგზავნისათვის ვადაზე ადრე დაბრუნება;

1.6 განსაბაჟებელი ამანათის დისტანციური დეკლარირება,რომლის ღირებულებაც შეადგენს 10 ლარს.

1.7 დამატებითი ექსპერტიზის მოთხოვნა;

 

1.8 www.royalpost.ge  მეშვეობით კომპანიის პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობის წინაპირობაა მომხმარებლის მიერ ციფრული სერვისების პლატფორმაზე www.royalpost.ge -ზე რეგისტრაცია და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წესებსა და პირობებზე დათანხმება.

1.9 რეგისტრაციის ფარგლებში იხსნება მომხმარებლის პირადი ანგარიში, რა მიზნითაც ივსება შემდეგი ველები: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, პაროლი, პაროლის დადასტურება. ელექტრონული ფოსტის მისამართზე იგზავნება ერთჯერადი ბმული, დადასტურებისათვის.

მომხმარებელი ვალდებულია უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის ავტორიზაციის პარამეტრები (ელექტრონული ფოსტის მისამართიდა პაროლი).
მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.

1.10 პაროლის აღდგენა შესაძლებელია შესაბამისი ფუნქციონალის საშუალებით, სადაც მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე იგზავნება ერთჯერადი ბმული, საიდანაც მომხმარებელი შეძლებს ახალი პაროლის დაყენებას.

1.11 რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებლის მიერ შესაბამისი პროდუქტების/სერვისების არჩევის, შეკვეთის განთავსებისა და საფასურისა და სხვა დამატებითი ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდის შედეგად იდება დისტანციური ხელშეკრულება, რაც კომპანიის მხრიდან შესაბამისი შესრულების დაწყების საფუძველია.  

1.12 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წესებსადა პირობებზე (ხელშეკრულების სტანდარტული პირობები) დათანხმებით მომხმარებელი აცხადებს უპირობო თანხმობას, რომ კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული „მომხმარებლის სახელმძღვანელო“ და ინფორმაცია შესაბამისი პროდუქტების/სერვისების შესახებ, მათ შორის, პროდუქტების/სერვისების საფასურისა და სხვა დამატებითი ხარჯების, პროდუქტების/სერვისების მიწოდების ვადებისა და სხვა პირობების შესახებ, აგრეთვე მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა წარმოადგენს დისტანციური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

გაფრთხილება: დისტანციური ხელშეკრულების დადების მომენტიდან მომხმარებელი კარგავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას, აგრეთვე ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქტების კომპანიისათვის დაბრუნებისა და პროდუქტების/სერვისების მიწოდების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას, გარდა წინამდებარე ხელშეკრულებითა და კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ განსაზღვრული შემთხვევებისა.


 2.        პროდუქტების/სერვისების საფასური და ანგარიშსწორების წესი

2.1.   მომხმარებლის მიერ ციფრული სერვისების პლატფორმის www.royalpost.ge  მეშვეობით შესაბამისიპროდუქტებით/სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული პროდუქტების/სერვისების საფასურისა და სხვა დამატებითი ხარჯების (ასეთისარსებობის შემთხვევაში) სრულად გადახდის სანაცვლოდ.

2.2 www.royalpost.ge  მეშვეობით კომპანიის პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობის საფასურის გადახდა ხორციელდება მომხმარებლის ბალანსის შევსების ფუნქციონალის საშუალებით, რაც შესაძლებელია როგორც საბანკო გადარიცხვით, ისე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით.

გაფრთხილება: მომხმარებლის ბალანსზე განთავსებული თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია განაცხადისა და საგადახდო დავალების წარმოდგენის საფუძველზე.

3.         მხარეთა უფლება-მოვალეობები

3.1     მომხმარებელს უფლება აქვს:

3.2    მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი პროდუქტის/სერვისის მიწოდება;

3.3     წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მოითხოვოს კომპანიის მიერ მიყენებული   ზიანის ანაზღაურება.

3.4      მომხმარებელი ვალდებულია:   გზავნილის სპეციფიკის გათვალისწინებითა და უსაფრთხო მიწოდების მოთხოვნების დაცვის მიზნით უზრუნველყოს, რომ გზავნილი სათანადოდ იყოს შეფუთული;

3.5     არ გააგზავნოს აკრძალულინივთები;

3.6     დროულად მიაწოდოს კომპანიას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტის/სერვისის მიწოდებისათვის საჭირო სრული და უტყუარი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, აგრეთვე საბაჟო ფორმალობებისა და სხვა მოქმედებების შესასრულებლად საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;

3.7     დროულად და სრულადგადაიხადოს მომსახურების საფასური;

3.9    სრულად აანაზღაუროს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შედეგად კომპანიისათვის მიყენებული ზიანი.

3.9.1     კომპანიას უფლება აქვს:

3.9.2     უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი პროდუქტის/სერვისის მიწოდებაზე, თუ მომხმარებელი არ აკმაყოფილებს ან/და არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

3.9.3    გადმოტვირთოს, გაანადგუროს ან გაუვნებელყოს გზავნილი, რომლის საფრთხის შემცველობის შესახებარ იყო სათანადოდ ინფორმირებული. ამასთან, ამ შემთხვევაში კომპანია თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან;

3.9.4 მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტის/სერვისის მიწოდებისათვის საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა;

3.9.5 მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის, მომსახურების საფასურის გადახდა;

3.9.6მოითხოვოს მომხმარებლის მიერ მიყენებულიზიანის ანაზღაურება.

3.9.7     კომპანია ვალდებულია:

3.9.8     მიაწოდოს მომხმარებელს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტი/მომსახურება, თუ მომხმარებელი აკმაყოფილებს ან/და არ არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

3.9.9     აუნაზღაუროს მომხმარებელს მიყენებული ზიანი წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.


4.         პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა და კონფიდენციალობის ვალდებულება

4.1. მხარეები ვალდებული არიან, როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის დამთავრების შემდეგაც დაიცვან მეორე მხარისაგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა, გარდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4.2. მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ გაეცნო მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას, რომელიც განთავსებულია  www.royalpost.ge  და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამასთან, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას კომპანიისათვის წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადინომერი, მისამართი, ელექტრონულიფოსტის მისამართი, ტელეფონისნომერი) დამუშავებაზე წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების მიზნით.

4.3. კომპანია აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მომხმარებლის მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მოქმედი კანონმდებლობისა და მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად. ამასთან, მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი მიზნებით:

4.4 მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის, მომხმარებლის მიერ ციფრული სერვისების პლატფორმაზე www.royalpost.ge  რეგისტრაციის შედეგად შექმნილი პირადი ანგარიშის, შეკვეთების და მოთხოვნების მართვის, მოთხოვნილი პროდუქტის/სერვისის ან/და ინფორმაციის მიწოდების ან/და განცხადების/საჩივრის/რეკლამაციისგან ხილვის ან/და კონსულტაციის გაწევის მიზნითიმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მომხმარებლის მოთხოვნებისა და ინტერესების შესაბამისად კომპანიის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად;

4.5 კომპანია იტოვებს უფლებას გაუგზავნოს სმს შეტყობინება ან ელ.ფოსტა მომხმარებელს,პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით, მათ შორის, კომპანიის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე კომპანიის შესახებ ინფორმაციის, ახალი პროდუქტების/სერვისების, აქციების, სპეციალური შეთავაზებების ან/და სარეკლამო მასალის მიწოდების/გაცნობის მიზნით, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ან/და ახალი პროდუქტების/სერვისების დანერგვის მიზნით;

4.6 მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტებისან დასაბუთების გარეშე, იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადა ან ნებისმიერი სხვა მკაფიოდ გამოხატული ფორმით, გამოიხმოს პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება შეწყდება ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშლებაან განადგურდება მოთხოვნიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს.

4.7 მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერდროს, ყოველგვარი საფასურისან შეზღუდვის გარეშე, მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების  შეწყვეტა იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება ან ნებისმიერი სხვა მკაფიოდ გამოხატული ფორმით. ამ შემთხვევაში, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შეწყდება მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს10 სამუშაო დღისა.


5.         კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლები

5.1. კომპანია პასუხისმგებელია წინამდებარე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მომხმარებლისათვის მიყენებული მატერიალური ზიანისათვის წინამდებარე ხელშეკრულებით, მათ შორის, „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად და არაუმეტეს „მომხმარებლის სახელმძღვანელოში“ მითითებული ოდენობით. ამასთან, მატერიალურ ზიანში არ იგულისხმება მომხმარებლისათვის მიყენებული შესაძლო არაპირდაპირი ზიანი, მათ შორის, მიუღებელი შემოსავალი.

5.2. წინამდებარე ხელშეკრულების 5.1. პუნქტის გათვალისწინებით, კომპანია ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი არაუმეტეს „მომხმარებლის სახელმძღვანელოში“ მითითებული ოდენობით, რომელიც წარმოიშვება მისი ბრალით გზავნილის (მათ შორის, დაზღვეული) დაკარგვის, გზავნილის შიგთავსის მთლიანიან ნაწილობრივი დაზიანებისან განადგურების შედეგად, თუ არ არსებობს კომპანიის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, კერძოდ, კომპანიის პასუხისმგებლობა გამოირიცხება:

5.3 თუ გზავნილი ჩაბარებულია კომპანიის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად

 იმ გზავნილების მიმართ, რომელთა ადრესატისათვის ჩაუბარებლობის მიზეზი გახდა მომხმარებლისგან მიღებული არასწორიან/და არასრული ინფორმაცია;

 თუ გზავნილის დაკარგვა ან  მისი შიგთავსის არარსებობა ან დაზიანება გამოწვეულია გამგზავნის ბრალით (მათ შორის, არასათანადო შეფუთვით), ან შიგთავსის  თვისებებით;

თუ გზავნილი არასათანადოდ არის შეფუთული;

 იმ გზავნილების მიმართ, რომელთა შიგთავსი არის მსხვრევადი საგნები (მათ შორის, ეკრანი, ჭურჭელი, ჭაღი, ბრა, სუნამო,  მინის ნებისმიერი ნაკეთობადა სხვა);

თუ გზავნილი გარეგნულად დაზიანებულია, თუმცა ასეთმა დაზიანებამ არ გამოიწვია მისი შიგთავსის დაზიანება;

 თუ გზავნილი გარეგნულად დაზიანებული არ არის, შიგთავსი კი მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებულია;

მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფო ორგანოების მიერ გზავნილის დაკავების, განადგურების  ან მისი კონფისკაციის შემთხვევაში;

 თუ გზავნილის დაზღვევის შემთხვევაში, დაზღვევა განხორციელებულია იმაზე მეტ თანხად, ვიდრე გზავნილის რეალური ღირებულებაა (ამ შემთხვევაში ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ გზავნილის რეალური ღირებულება);


6.         მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავის გადაწყვეტის წესი

6.1.  მხარეებს შორის ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულების, „მომხმარებლის სახელმძღვანელოსა“ და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6.2.  მხარეები თანხმდებიან, რომ მათ შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება/დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავენ საქართველოს საერთო სასამართლოები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 


7.         დამატებითი პირობები

7.1.     მხარეები აცხადებენ, რომ კომპანია ვალდებულებას იღებს მხოლოდ იმ პროდუქტის/სერვისის მიწოდებაზე, რაც განსაზღვრულია და სათანადოდ მოთხოვნილია მომხმარებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.

7.2.     კომპანია უფლებას იტოვებს მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესები და პირობები, აგრეთვე კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული „მომხმარებლის სახელმძღვანელო“ და ინფორმაცია შესაბამისი პროდუქტების/სერვისების შესახებ, მათ შორის, პროდუქტების/სერვისების საფასურისა და სხვა დამატებითი ხარჯების, პროდუქტების/სერვისების მიწოდების ვადებისა და სხვა პირობების შესახებ,  რა შემთხვევაშიც ცვლილება ძალაშია კომპანიის ვებგვერდზე განთავსების დღიდან მომხმარებლის დამატებითიშეტყობინების გარეშე.